თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 9–13 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები, წინა კვირასთან შედარებით, მინუსში გავიდა. წინა თვესთან შედარებით კი ადგილს მწვანე ზონაში ინარჩუნებენ.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 98.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.54% წინა კვირასთან შედარებით და +1.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 308 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 97.25 - 107.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 42.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.43% წინა კვირასთან შედარებით და -0.94% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.45 - 45.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 34.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.38% წინა კვირასთან შედარებით და +5.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 243 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.25 - 37.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.