თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 25–29 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი მინუსშია. ყველაზე მეტად, -4.68%-ით დაეცა თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 73.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.85% წინა კვირასთან შედარებით და 2.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 214 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 72.80 - 76.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 57 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.68% წინა კვირასთან შედარებით და 9.89% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 402 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.75 - 45.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 91 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 22.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.36% წინა კვირასთან შედარებით და +6.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.2 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.15 - 23.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 142 ათასი აქცია შეადგინა.