თბილისი (GBC) - "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა. კომპანიამ შესაბამისი ცვლილება ორშაბათს დაარეგისტრირა.
"გათავისუფლდეს შპს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ლევანი ჩიკვაიძე და დასახელებულ პოსტზე დაინიშნოს გიორგი ერაძე.
შპს "საქართველოს ფოსტის" ( ს/კ 203836233) გენერალური დირექტორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვროს 14000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით (დარიცხული)", - აღნიშნულია სამეწარმეო რეესტრში დღეს წარდგენილ დოკუმენტაციაში.
შეგახსენებთ, ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
"საქართველოს ფოსტა" ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც მას მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.