თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 10–14 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. Lion Finance Group მწვანე ზონაშია, თიბისი ბანკის ჯგუფი – წითელში, ხოლო Georgia Capital-ის აქციები წინა კვირის მაჩვენებლისგან არ განსხვავდება.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 79.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.55% წინა კვირასთან შედარებით და +2.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 229 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 77.95 - 81.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 37.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.83% წინა კვირასთან შედარებით და -10.90% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.1 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.05 - 39.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 136 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 25.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და +3.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 104 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.55 - 25.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 34 ათასი აქცია შეადგინა.