თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 3–7 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტულმა ქართულმა კომპანიებმა სოლიდური ზრდა აჩვენეს. ერთ–ერთი კომპანიის აქციების ფასი ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლითაც კი გაიზარდა.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 124.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.15% წინა კვირასთან შედარებით და +7.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 220 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 116.50 - 125.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 49.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.58% წინა კვირასთან შედარებით და +6.01% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 429 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.14 - 50.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 44.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +11.25% წინა კვირასთან შედარებით და -1.01% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 276 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.75 - 46.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 36 ათასი აქცია შეადგინა.
