თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 740.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 571.9 ათასი შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 388.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა (47.4%) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.3% შეადგინა.
2Q26-ში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.9%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 201.1 ათასი და 112.9 ათასი ვიზიტი.
საქსტატის მონაცემებით, 2Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.36 შეადგინა, რაც 2Q25-ში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.40 ღამე) 0.6%-ით ნაკლებია. ვიზიტების 98.3% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2Q26-ში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾685.6 მლნ-ს გაუტოლდა, რაც 17.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2Q25-თან შედარებით 16.1%-ით გაიზარდა და 1198.7 ლარი შეადგინა.
