თბილისი (GBC) – ამერიკელმა მეწარმემ, SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ტეხასში ჩიპების მომავალი ქარხნის, Terafab-ის პროექტი წარადგინა.

„Terafab Texas დედამიწაზე ყველაზე დიდი და ყველაზე ღირებული შენობა იქნება“, – დაწერა მასკმა X-ზე და პროექტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

SpaceX-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქარხნის ფართობი დაახლოებით 9.3 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც Terafab-ს მსოფლიოში ჩიპების წარმოების უდიდეს ქარხანად აქცევს.

კომპანიის ინფორმაციით, ქარხანაში წარმოებული ჩიპები გამოყენებული იქნება ჰუმანოიდ რობოტ Optimus-ში, რობოტიზებულ ტაქსებში Cybercab-სა და SpaceX-ის კოსმოსურ მონაცემთა ცენტრებში.

Terafab-ის პროექტი ჩიპების წარმოების მიმართულებით SpaceX-ისა და Tesla-ს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაფართოებას უკავშირდება.