თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზაში (GR) გატარებულ რეფორმებზე პრემიერმა მატარებლით მგზავრობის შემდეგ ისაუბრა.
ირაკლი კობახიძერმ თბილისი-ბათუმი მატარებლით ხუთშაბათს ეკონომიკის მინისტრის თანხლებით იმგზავრა.
თქვა, რომ GR-ისმ მოდერნიზაცია უნდა განაგრძონ.
„ბათუმამდე ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს. მგზავრობის დრო იყო 5,5 სთ შემცირებულია 4 სთ-მდე. ერთ წელში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას. ყველა რეფორმა სათანადო ვადებში განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაუმჯობესდა GR-ის ინფრასტრუქტურა, სრულად რეაბილიტირებულია ლიანდაგი, ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის შეზღუდვები მოიხსნა.
რეაბილიტირებულია სამგზავრო სადგურებიც. მატარებლები კაპიტალურად რემონტდება. დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები.
