თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის დირექტორთა საბჭომ თითო ჩვეულებრივ აქციაზე 2Q26-ის კვარტალური დივიდენდი ₾1.75 -ის ოდენობით გამოაცხადა.

დივიდენდი გადაიხდება ფუნტ სტერლინგში TBC PLC-ის იმ ჩვეულებრივი აქციების მფლობელებზე, რომლებიც 2026 წლის 23 ოქტომბრის სამუშაო დღის ბოლოს აქციონერთა რეესტრში იქნებიან რეგისტრირებულნი.

ექს-დივიდენდის თარიღად 22 ოქტომბერი, ჩანაწერის თარიღად 23 ოქტომბერი, ვალუტის კონვერტაციის თარიღად  6 ნოემბერი, ხოლო უშუალოდ გადახდის თარიღად კი 20 ნოემბერი დასახელდა.

2026 წლის მეორე კვარტლის დივიდენდის ფუნტ სტერლინგში გადასახდელად გამოსაყენებელი ლარი/ფუნტი სტერლინგის გაცვლითი კურსი სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური გაცვლითი კურსის 5 დღიანი საშუალო მაჩვენებლით განისაზღვრება, რომელიც მოიცავს 2026 წლის 2 ნოემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს.