თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.9%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.5%-ით
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით შემცირდა 0.1%-ით
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 5.8%-ით

2026 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4%-იანი ზრდით, რამაც 1.01 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3.9%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 16.6%-იანი მატებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.8%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.9 და 1.01 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.3%-ით.