თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის" და ,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს.

აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით (სგპ ,,ყაზბეგი" 1 649 587 ლარი და სგპ ,,სარფი"  316 904 ლარი) ჯამში 1 966 491 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა - 195 633 ლარის ოდენობით შეეფარდათ.