თბილისი (GBC) - სებ-მა "მისო ლიდერ კრედიტი" 4 000 ლარით დააჯარიმა. მიკროსაფინანსო  ორგანიზაციას დარღვევები აქვს "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის ანგარიშგების  ნაწილში, 2 შემთხვევისთვის (ჯარიმა:2 000 + 2 000 ლარი).

სანქცირების თაობაზე სებ-ის 24 აპრილის  განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, "ლიდერ კრედიტი" ზედამხედველისთვის დოკუმენტაციის არასწორად  თუ ვადის გადაცილებით წარდგენისთვის დაჯარიმდა.

"ლიდერ კრედიტი" (*ტიტალ დასენი - აქციონერი (75%), სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  და კნიაზ დასენი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე)* მიკროსაფინანსო დაკრედიტების ბაზარზე 75 მლნ ლარის პორტფელით არის წარმოდგენილი.

ძირითადად საცალო სესხებით, საიდანაც Q1/2023 -სთვის 4.2 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლები ერიცხება. იურიდიული პირების დაკრედიტებიდან კი 30 000 ლარამდე. 

 

  ლიდერ კრედიტი

Q1/2023 (₾

აქტივები

85,426,000

სესხები

74,600.000

შემოსავალი (სა%)

5,472,400

. საცალო სესხებიდან

4.200.000

. ჯარიმა-საურავიდან

1,184,500

საკოსიოებიდან (არა%)

64 800

პერსონალის ხარჯი

1,484,000

წმინდა მოგება

995, 228

 წყარო: სებ- & მისო 

პარლამენტარ  ისკო დასენის ოჯახი

(ბიზნესპარტნიორი)