ინტერნეტით შინამეურნეობების 92% სარგებლობს
რეგიონების მიხედვით
ყველაზე მაღალი
მაჩვენებელი თბილისსა და
აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა
და შესაბამისად, 96.9 და 94.5%
შეადგინა.გამოკვლევის
შედეგების მიხედვით, ბოლო 3
თვის განმავლობაში
ინტერნეტით ისარგებლა 6
წლის და უფროსი ასაკის
მოსახლეობის 87.9%-მა, რაც 3.2
პ.პ.-ით აღემატება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქალაქო დასახლებებში
აღნიშნული მაჩვენებელი
91.6%-ით, ხოლო სასოფლო
დასახლებებში 81.8%-ით
განისაზღვრა. ეს
მაჩვენებელი ქალების
შემთხვევაში 88.2%-ს, ხოლო
კაცების შემთხვევაში 87.6%-ს
შეადგენს. ასაკობრივი
ჯგუფების მიხედვით, ამ
მაჩვენებლის მნიშვნელობა
ყველაზე მაღალია 15-29 წლის
მოსახლეობაში და 99%-ს
შეადგენს.ქვემოთ მოცემულ
დიაგრამაზე წარმოდგენილია
6 წლის და უფროსი ასაკის იმ
მოსახლეობის პროცენტული
წილი, რომლებმაც ბოლო 3 თვის
განმავლობაში გამოიყენეს
ინტერნეტი.15 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობიდან,
რომლებიც ბოლო 3 თვის
განმავლობაში
სარგებლობდნენ
ინტერნეტით, 95.4% ინტერნეტს
ყოველდღე ან თითქმის
ყოველდღე იყენებდა, 4.3% -
კვირაში ერთხელ მაინც
(მაგრამ არა ყოველდღე), 0.4% კი -
უფრო იშვიათად, ვიდრე
კვირაში ერთხელ.საქსტატის
გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, 15 წლის და უფროსი
ასაკის, ბოლო სამ თვეში
ინტერნეტის მომხმარებელ
მოსახლეობაში, ძირითადად
ინტერნეტის გამოყენების
მიზნებს წარმოადგენდა:
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო)
კავშირი (97.2%), სოციალური
ქსელების გამოყენება (96%),
ინტერნეტ ბანკინგით
სარგებლობა (55.7%),
ჯანმრთელობის საკითხებზე
ინფორმაციის მოძიება (52.1%),
საქონლისა და
მომსახურების შესახებ
ინფორმაციის მოძიება (47.7%),
ონლაინ ახალი ამბების/
გაზეთების/ჟურნალების
წაკითხვა (45.3%), ელფოსტის
მიღება/გაგზავნა (38.5%),
პროგრამული უზრუნველყოფის
პროდუქტის (გარდა
თამაშებისა) ჩამოტვირთვა
(13.7%) და სამუშაოს ძიება ან
სამუშაოსთვის
აპლიკაციების გაგზავნა (11%).15
წლის და უფროსი ასაკის,
ბოლო 12 თვეში ინტერნეტის
მომხმარებელი მოსახლეობის
37.4%-მა ინტერნეტის
მეშვეობით შეიძინა ან
შეუკვეთა საქონელი ან
მომსახურება. აღნიშნული
მაჩვენებლის
მნიშვნელობები
განსხვავდება დასახლების
ტიპის მიხედვით: საქალაქო
დასახლებებში - 43.4%-ია, ხოლო
სასოფლო დასახლებებში - 26.1
პროცენტი. სქესის მიხედვით
მაჩვენებლის
მნიშვნელობები
ქალებისათვის 41%-ს,
კაცებისათვის კი 33.3%-ს
შეადგენს. ასაკობრივი
ჯგუფების მიხედვით
მაჩვენებლის
მნიშვნელობები
განსხვავებულია: 15-29 წლის
ასაკის მოსახლეობაში - 61.1%, 30-59
წლის ასაკის მოსახლეობაში -
38.3%, ხოლო 60 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობაში -
15.3%-ია.15 წლის და უფროსი
ასაკის, ბოლო 3 თვეში
ინტერნეტის მომხმარებელთა
99.5%-მა გამოიყენა მობილური
მოწყობილობა (მობილური
ტელეფონი, ლეპტოპი,
პლანშეტი და ა.შ.) უსადენო
ინტერნეტთან
დასაკავშირებლად.
აღნიშნული მაჩვენებელი
ქალებისათვის 99.6%-ს, ხოლო
კაცებისათვის - 99.5%-ს
შეადგენს.გამოკვლევის
შედეგების მიხედვით,
კომპიუტერით
უზრუნველყოფილია
შინამეურნეობების 58.8%.
აღნიშნული მაჩვენებლის
მნიშვნელობამ საქალაქო
დასახლებებში 67.2% შეადგინა,
ხოლო სასოფლო
დასახლებებში - 47.2%.
რეგიონების მიხედვით ეს
მაჩვენებელი ყველაზე
მაღალი თბილისსა და აჭარის
ა.რ.-ში დაფიქსირდა და
შესაბამისად - 70.9 და 69%
შეადგინა.6 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობის 49.5%-მა
ისარგებლა კომპიუტერით
ბოლო 3 თვის განმავლობაში.
აღნიშნული მაჩვენებელი
განსხვავებულია
დასახლების ტიპის
მიხედვით: საქალაქო
დასახლებებში 58.2%-ია, ხოლო
სასოფლო დასახლებებში - 34.9%.
ეს მაჩვენებელი ქალების
შემთხვევაში 49.5%-ს შეადგენს,
ხოლო კაცების შემთხვევაში -
49.4%-ს.ასაკობრივი ჯგუფების
მიხედვით, კომპიუტერის
მომხმარებელთა ყველაზე
მაღალი წილი 6-14 წლის
მოსახლეობაში დაფიქსირდა
და 87.6% შეადგინა. 15 წლის და
უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში
კომპიუტერის
მომხმარებელთა 71.4%
კომპიუტერით ყოველდღე ან
თითქმის ყოველდღე
სარგებლობდა, 19.9% - კვირაში
ერთხელ მაინც, 8.7% კი - უფრო
იშვიათად, ვიდრე კვირაში
ერთხელ.საქსტატის
გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, 6 წლის და უფროსი
ასაკის მოსახლეობის 92.7%
ფლობს მობილურ ტელეფონს,
რაც წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით
1.9 პ.პ.-ით მეტია. ამასთან,
აღნიშნული მაჩვენებელი
ქალაქის ტიპის
დასახლებებში 1.5 პ.პ.-ით, ხოლო
სოფლის ტიპის
დასახლებებში 2.4 პ.პ.-ით
გაიზარდა და შესაბამისად 94.8
და 89.1% შეადგინა.
1756799944