თბილისი (GBC) – ლონდონის ბირჟაზე 26–30 სექტემბრის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა, წინა კვირასთან შედარებით.

გალთ & თაგარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 19.88 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -4.19% წინა კვირასთან შედარებით და -1.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 518 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 19.20 - 21.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 105 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.11% წინა კვირასთან შედარებით და - 5.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.00 - 17.46 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 77 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 6.19 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.77% წინა კვირასთან შედარებით და -10.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 124 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 5.85 - 6.69 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.