თბილისი (GBC) - AML/CFT რეგულირების შეუსრულებლობისთვის სავალუტო  ჯიხურები "რამაზი" - 6 000 ლარით და "ლიკუნა" 16 000 ლარით დაჯარიმდა.

შპს „რამაზი“ ვერ უზრუნველყოფდა შიდა მონიტორინგს, შესაბამისი ელექტრონული სისტემით. სავალუტო ჯიხური შიდა ინსტრუქციის გარეშე მუშაობდა, რის გამოც სუბიექტი 3 000 ლარით ჯარიმდება.  ერთი 3 000 -იც ჯიხურს ანგარიშგების მოთხოვნის დარღვევისთვის დაეკისრა. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა დადგენილ ვადაში ვერ მოასწრო.

შპს „ლიკუნა“ სებ-ის მიერ ასევე სანქცირებულია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის მონიტორინგში ხარვეზებისთვის. ჯიხურმა აღრიცხვა დაუგვიანა ფინანსურ მონიტორინგს და ამასთან პროგრამულმა სისტემამ ვერ დააიდენტიფიცირა გარიგებები, საეჭვო იყო, უჩვეულო თუ დანაწევრებული, რაზედაც დაემატა 10 000 ლარიანი ჯარიმა.