თბილისი (GBC) - სალიზინგო კომპანიების აქტიური მსესხებლების რაოდენობამ 31 500-ს გადააჭარბა. წლიურად 23.5%-ით გაზრდილია.
01.11.2026–ის მდგომარეობით, ლიზინგის პორტფელი 936 მლნ ლარამდეა გაზრდილი.
მთლიანად, კრედიტინფოს ბაზაში, უკვე 2 მლნ-ზე მეტი აქტიური მსესხებლის (ბანკის, მისოს, სგს, მიკრობანკის...) სასესხო ჩანაწერია და ბანკების დაბანდებაზე მოდის ჯამური პორტფელის (₾ 83.7 მლრდ) 92.6% - ₾77.5 მლრდ.
სალიზინგო ბაზარზე რამდენიმე აქტიური კომპანიაა, ძირითადად ბანკის შვილობილები: TBC ლიზინგი, BB ლიზინგი, ტერალიზინგი, კრისტალი, ალიანს ჯგუფი. ასევეა მსხვილი საავტომობილო ჯგუფის, თეგეტა ლიზინგი.
