თბილისი (GBC) - კომერციული ბანკებით უკმაყოფილო მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. კლიენტების პრეტენზიები 3 000 -ს ასცდა.
ეროვნული ბანკის ივლისის სტისტიკით, კლიენტები ზედამხედველთან, ყველაზე მეტად, მიმდინარე ანგარიშის პირობებზე ჩივის, ხარვეზებზე, ბარათის მიწოდებასა და მის მომსახურებაში. ასეთი, 2 000 -ზე მეტი პრეტენზიაა (70%).
II პოზიციაზეა უკმაყოფილება, გაზრდილი საკომისიო და საჯარიმო განაკვეთების გამო. სებ-ში ბანკის და მიკრობანკის მომხმარებლის 1 936 პრეტენზიაა შესული.
ყველაზე უპრეტენზიო პროდუქტი შემნახველი ანაბარია ( 2 პრეტენზია). საკრედიტო -საინფორმაციო ბიროს მიმართაც პრეტენზიები არ გამოითქმის (4 საჩივარი). ზრდად დეპოზიტზე მანაბრის არცერთი პრეტენზიაა. და 0 - ია სარემონტო სესხით უკმაყოფილო.
პრეტენზიები სერვისის და პროდუქტის ჭრილში
01.08.25-ისთვის |
|
საბარათე მომს/ მიმდ ანგ |
2 098 |
ჯარიმა/საკომისიო |
1 936 |
ადმინისტრც/მომს. |
536 |
სამომხმ. სესხი |
230 |
ხელშეკრ. პირობები |
139 |
წყარო: NBG & BRG
ივლისის 3 001 პრეტენზიიდან 1 636 ბანკებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, 507 საჩივარი განხილულია და მომჩივანისთვის პასუხი დაბრუნებული.
857 პრეტენზიაა ჯერ განხილვის პროცესშია. მხოლოდ დასრულებულ 4 პროცესზე არ არის პრობლემა აღმოფხვრილი წყარო: NBG &BRG.