თბილისი (GBC) - სებ-ის ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტმა 2025 -ის გეგმის შესრულება დაამტკიცა და 2026-ის პრიორიტეტებზე იმსჯელა.

2026 წლის აქტივობები და პროექტების დაგეგმვა უკვე სამუშაო ჯგუფებში გაგრძელდება. კომიტეტის შემადგენლობაც ახალი, 2026 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით განახლდება.

სტრატეგია 2016 წელს დამტკიცდა. 2023 წელს კი დაგროვილი გამოცდილებისა და გამოწვევების გათვალისწინებით ახალი ვერსიით განახლდა. 

სტრატეგიის დოკუმენტი ძირითადად სარეკომენდაციოა და მოიცავს ყველა სამიზნე ჯგუფს.

კომიტეტის მე-10 სხდომაში მონაწილეობდნენ წევრები, საჯარო, სამოქალაქო, საგანმანათლებლო და კომერციული სექტორებიდან, ასევე არაწევრები ბანკებიდან და ასევე საჯარო უწყებებიდან.

სებ-ის ინფორმაციით კომიტეტი წელიწადში მინიმუმ ერთხელ იკრიბება.