თბილისი (GBC) - სარეზერვო აქტივები ივნისში $115.8 მლნ-ით,$7.12 მლრდ - მდე გაიზარდა..

სებ-ი აღნიშნავს, რომ სრეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.  ცენტრალური ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკაც ყოველთვის მიმართულია დაგროვებაზე. რეზერვები ივსება თუ სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა. წელს 1.5 მლრდ  -მდეა შესყიდული (წმინდა), იანვარ-მაისში (ივნისის სტატისტიკა 27 ივლისს გამოქვეყნდება).

სებ-ი აღნიშნავს თავის სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზე, 2024 წელს გაკეთებულ დივერსიფიკაციაზე, პირველ ინვესტიციებზე ოქროში. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი.

ივნისში სებ-მა დამატებით 100 მლნ აშშ დოლარისმმონეტარული ოქრო შეიძინა. 01.07.2026-ის მდგომარეობით, ოქროს წილი 14.2% -ია  (1,014.0 მლნ აშშ დოლარი).

სარეზერვო აქტივების განახლებულ მონაცემები 2026 წლის 7 აგვისტოს გამოქვეყნდება.