თბილისი (GBC) - სებ-მა AML/CFT კანონმდებლობის დარღვევისთვის ბანკი და ვალუტის გადამცვლელი 6 პუნქტი ჯამში 325,000 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებლის ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი - 145 000 ლარის სანქცია ვალუტის გადამცვლელ „მაჰდისს“ დაეკისრა.
ბანკი კრედო 60,000 ლარით დაჯარიმდა. დარღვევებს შორის ფიგურირებს კლიენტთა მონიტორინგის ხარვეზები, ფულადი სახსრების წარმომავლობის შეუსწავლელობა და პოლიტიკურად აქტიურ პირებთან (PEP) დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევა. ბანკმა ასევე ვერ უზრუნველყო ინფორმაციის დროული და ზუსტი წარდგენა შემოწმების პროცესში.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემთხვევაში, ჯარიმების მოცულობა შემდეგნაირად განაწილდა:
- „მაჰდისი“ - 145,000 ლარი (127 შემთხვევაში იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურება)
- ი.მ. „გენადი ქართველიშვილი“ - 35,000 ლარი
- „ქეშ პოინტი“ - 28,000 ლარი
- ი.მ. „მაგული ასანიძე“ - 23,000 ლარი
- „ექსინვესტი“ - 21,000 ლარი
- „გრანდ მონეტა საქართველო“ - 13,000 ლარი
ზედამხედველის ინფორმაციით, სავალუტო ჯიხურების ნაწილში გამოვლინდა სისტემური ხარვეზები პროგრამულ უზრუნველყოფაში, რის გამოც პუნქტები ვერ ახდენდნენ საეჭვო გარიგებებს გამოვლენას და პირების გადამოწმებას სანქციადაკისრებულ პირთა სიებში.