თბილისი (GBC) - სებმა Bmatch პლატფორმაზე აპრილში განხორციელებული ინტერვენციების შედეგად საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $266.4 მლნ–ით შეავსო, ამ ტრანზაქციის შემდეგ, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $4.52 მლრდ-ია. 

სებში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

2025 წელს სების მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალში სებს ვალუტა არ შეუსყიდია
  • მარტში Bmatch-ზე წმინდა შესყიდვა $101.7 მლნ იყო

Bmatch-ზე აპრილის ტრანზაქციის მონაცემები 27 მაისს გამოქვეყნდება. მარტამდე ეროვნული ბანკი შიდასამთავრობო კონვერტაციებით შემოიფარგლებოდა.