თბილისი (GBC) - SOLO Education-ის ფარგლებში OnCampus Paris-ის ცენტრის დირექტორთან, კაროლინ მაიკლსთან შეხვედრა იმართება.

SOLO თავისი მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, SOLO Education-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ გამორჩეული სპიკერების საინტერესო ლექციებს, რაც მათ საუკეთესო განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

ინიციატივის ფარგლებში, 28 მაისს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში SOLO მომხმარებლებისთვის შეხვედრა გაიმართება OnCampus Paris  -ის ცენტრის დირექტორთან, კაროლინ მაიკლსთან, სადაც სპიკერი საფრანგეთში სწავლასა და სტუდენტობის შემდეგ დასაქმების შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

ამასთან, აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, გაესაუბრონ საზღვარგარეთ სწავლის საკონსულტაციო სააგენტო - Training Lab-ის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის სააპლიკაციო თუ სავიზო პროცედურებზე.

შეხვედრაზე დასწრება SOLO მომხმარებლებს შეეძლებათ. მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე  .

 

დამატებითი ინფორმაციისთვუს ეწვიეთ ვებგვერდს  .