თბილისი (GBC) - სილქს ივნისში აქტივები 20  მილიონით  შეუმცირდა და საანგარიშო თვეში 2.3 მილიონით დაზარალდა. 6 თვის ზარალია კი 11 მლნ-ს აღემატება.

ამასთან ბანკმა ივნისში საწესდებო კაპიტალი გაზარდა, 3 მლნ-ით, 104 მლნ ლარამდე.  სააქციო კპაიტალი კი 68.6 მლნ ლარია.

სილქი, 1 ივლისის მდგომარეობით, 140 მლნ საკრედიტო პორტფელით არის წარმოდგენილი (H1/2024 – 87.6 მლნ. + 59%Y.Y)

სილქის პორტფელი ყველაზე ლარიზებულია . სავალუტო სესხების წილია 30% - 41.5 მლნ ლარის ეკვივალენტი.

შესაბამისად, მოქმედი რეგულაციით, რისკის წონის მიხედვით კაპიტალის მოთხოვნა უმცირდება და მინიმალური მოეთხოვება. ანალოგიური შეღავათით სარგებლობს სარეზერვო ნორმის ნაწილში. სილქის დეპოზიტების პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტი 15%-მდეა.

ნახევარწლიური  ანგარიშით ზარალი წლიურად  თითქმის სამჯერ გაზრდილია, 11.2 მლნ ლარამდე (H1/2024 – 3.9 მლნ).

  

 

 H1.25   ₾ 

 H1.24   ₾ 

აქტივები 

227 382 800

203 328 844

სესხები

139 558 376

  87 600 000

.საცალო 

  52 302 213

  21 684 000

დეპოზიტები 

126 765 770

140 630 426

სააქციო კაპიტალი

  68 628 525

  58 864 000

წმ.მოგება(ზარალი)

  (11 213 645)

  (3 907 740)

 ₾₾₾₾₾

₾₾₾      

₾₾          ₾

 

წყარო: BRG კომერციული ბანკი   /ანგარიშგება IFRS-ით/