თბილისი (GBC) - საერთაშორისო პლატფორმებზე ლარით გადახდებზე სისტემური ბანკების დაწესებულ -1.5% -ს  სილქ ბანკი +1%-ით მიყვება.

ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო პლატფორმებზე სილქის მომხმარებლისთვის ნებისმიერ ვალუტაში  ტრანზაქცია მომგებიანი გახდა.

Silk ბანკის ბარათით (სადებეტო) შესყიდვაზე ბრუნდება 1% (Apple Pay) და 0.5% (Google Pay ).

თიბისის და საქართველოს ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო არხებში სადებეტო ბარათით ლარში (GEL) გადახდაზე, საკომისიო, თიბისიმ, საქართველოს ბანკმა და ლიბერთიმ დააწესეს (15 აპრილიდან). 

ლიბერთის ახალი მფლობელი, ბაზისბანკი, ბაზისის კლიენტურას საკომისიოს არ უმატებს, თუმცა არც ლიბერთის მომხმარებელს უნულებს.

როგორც იცით, ჩინურმა ჰუალინგ ჯგუფმა ლიბერთის აქტივები, უზრუნველყოფილი სესხით შეიძინა (გავრცელებული ინფორმაციით, თიბისიმ დააკრედიტა). თუმცა ჯერ შერწყმის პროცესი არ დაწყებულა.

საერთაშორისო ელექტრონული კომერციით ან/ პოს-ტერმინალზე სადებეტო ბარათით გადახდისას, 1.5% საკომისიო მოქმედებს მხოლოდ ლარზე (max: ₾10). ანგარიშსწორების უცხოური ვალუტის (USD, EUR, GBP ...) არჩევისას საკომისიო 0%-ია. ცვლილება ეხება ყველაზე პოპულარულ საიტებს (Pinduoduo; Temu; Shein...) , მ.შ. WizzAir-ზე

რეფანდის შემთხვევაში, საკომისიო უკან არ ბრუნდება.