თბილისი (GBC) - 2025 წელს TBC-ის საცალო სესხების პორტფელი წლიურად 12%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად განპირობებული იყო სწრაფი სამომხმარებლო სესხებით (FCL), რომლებიც 33%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში საცალო დეპოზიტები 16%-ით გაიზარდა წლიურად, რასაც ხელი შეუწყო დეპოზიტის გახსნის განახლებული ციფრულმა პროცესმა, მიკროდაზოგვის ახალმა ფუნქციებმა, გაუმჯობესებულმა ავტომატიზებულმა მარკეტინგმა და მონაცემებზე დაფუძნებულმა ინსტრუმენტებმა.

უზრუნველყოფის გარეშე სამომხმარებლო სესხების ზრდის დასაჩქარებლად, TBC-მ სრულად განაახლა ციფრული მომხმარებლის გზა ყველა ასეთ პროდუქტზე, რის შედეგადაც თანხის მიღების დრო (time-to-cash) შემცირდა 5 წუთიდან 2 წუთზე ნაკლებამდე, ხოლო პროცესის შეწყვეტის მაჩვენებელი (drop-off rate) 7%-დან 4%-მდე.

გარდა ამისა, FCL-ებისთვის TBC-მ დინამიკური საკრედიტო ლიმიტები დანერგა, რომლებიც ავტომატურად განახლდება მომხმარებლის უახლესი პროფილის მიხედვით, რამაც საშუალოდ თვეში ₾13 მლნ-ის დამატებითი გაცემები უზრუნველყო. ასევე, ბანკმა NPV-ზე დაფუძნებული სესხის ფასდადების მოდელი, რაც უზრუნველყოფს უფრო დისციპლინირებულ ფასდადებას და რისკზე მორგებული შემოსავლიანობის ოპტიმიზაციას.

შედეგად, TBC ბანკის FCL-ების - ამ კატეგორიის მათი მთავარი პროდუქტის - ციფრულად გაცემული წილი გაიზარდა 2პ.პ-ით და წლის ბოლოს 70%-ს მიაღწია.

4Q25-ში ბანკმა სრულად გააციფრულა საკრედიტო ბარათების შეთავაზება, რომელიც მანამდე მხოლოდ ფიზიკური არხებით იყო ხელმისაწვდომი. შედეგად, საკრედიტო ბარათების დიგიტალიზაციის მაჩვენებელმა წლის ბოლოს 42%-ს მიაღწია.

ამავდროულად, ბანკის ცნობით, BNPL (Buy Now, Pay Later/განაწილება) და განვადების პროდუქტების დიგიტალიზაციის დონემ 95% შეადგინა. BNPL/განვადების პროდუქტებზე მოთხოვნა წლიურად 96%-ით გაიზარდა და ბაზარზე ყველა ციფრული სესხის განაცხადის თითქმის 50%-ს შეადგენდა, რაც მას ბანკისთვის მომხმარებელთა მოზიდვის ძლიერ ინსტრუმენტად აქცევს.

საერთო ჯამში, 2025 წელს უზრუნველყოფის გარეშე სესხების მომხმარებელთა ბაზა 9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 465,000 მომხმარებელს მიაღწია, საიდანაც სესხების 83% ციფრულად გაიცა.

ამასთანავე, TBC Uzbekistan-მა დაასრულა TBC BNPL-ის სპეციალიზებული კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც 2026 წლიდან BNPL ბიზნესის გაფართოებას დააჩქარებს.