თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) დირექტორთა საბჭომ 3Q25-ის კვარტალური დივიდენდი გამოაცხადა, რომელიც ₾1.75-ს შეადგენს TBC PLC-ის თითო აქციაზე.

დივიდენდი გადაიხდება ფუნტ სტერლინგებში TBC PLC-ის ჩვეულებრივი აქციონერებისთვის, რომლებიც ჩაწერილი იქნებიან წევრების რეესტრში 2026 წლის 9 იანვარს, შემდეგი განრიგის შესაბამისად:

Ex-Dividend Date (დივიდენდის გარეშე ვაჭრობის დღე): 8 იანვარი 2026; Record Date (ჩანაწერის თარიღი): 9 იანვარი 2026; ვალუტის კონვერტაციის თარიღი: 16 იანვარი 2026; ხოლო, გადახდის დღედ 10 თებერვალი განისაზღვრა.

დივიდენდების ფუნტ სტერლინგებში გადახდის დროს გამოყენებული ლარის/ფუნტის გაცვლითი კურსი რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნულ ბანკის 12–16 იანვრის 5-დღიანი საშუალო კურსით.