თბილისი (GBC) – მესამე საიუბილეო წელთან დაკავშირებით “კრიპტო ბაზარი” ფინანსური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის 25 მაისს ღონისძიებას აანონსებს – სიმპოზიუმის “Bulls” სტუმრები დაესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის პრაქტიკოსი სპიკერების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. ღონისძიება დაფარავს ისეთ თემებს როგორიცაა კრიპტოვალუტა, თანამედროვე ბიზნეს მოდელები, მარკეტინგი, მენეჯმენტი და ინვესტიციები.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, სიმპოზიუმი გამორჩეული იქნება ეფექტური ნეთვორქინგის შესაძლებლობებით და სხვადასხვა აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფინტექისა და კრიპტო ქომიუნითის განვითარებასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებას.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია “Tether”. ღონისძიებას უმასპინძლებს “რესპუბლიკა”. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და მათი შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.

“კრიპტო ბაზრის” შესახებ:

2021 წლიდან Crypto Bazari საქართველოში ქმნის ფინანსური განათლების ყველაზე მნიშვნელოვან გარემოს, რომლითაც ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის ფინანსურ განვითარებას, შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესს საერთაშორისო ინვესტიციებზე მოიპოვოს წვდომა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლები.

კომპანიის მთავარი ფოკუსი ფინანსური განათლებაა, ბაზრის ზრდასთან ერთად კრიპტო ბაზრის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიპტო გადახდების, გადაცვლისა და ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით.

კრიპტო ბაზრის ღონისძიებები აერთიანებს ადამიანებს და ბრენდებს, რომლებიც საინტერესო კვალს ტოვებენ კრიპტო ვალუტების, ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების და ინოვაციების დარგში.

კომპანიამ თავისი არსებობის 3 წლის მანძილზე 100-ზე მეტ სპიკერს და ათასობით სპეციალისტს უმასპინძლა.