თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC პარასკევს გირვანქა სტერლინგთან ლარის კურსს აცხადებს, რომლითაც დივიდენდების შუალედური გაცემა მოხდება. ბანკის კურსი 3,2783 ლარს შეადგენს, რაც ეროვნული ბანკის 11–15 სექტემბრის პერიოდის საშუალო კურსს უდრის. 

TBC Bank Group PLC–ს ცნობით, ერთი აქციის საბაზისო ფასი დღეს 27,3 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

აქციონერებმა, რომლებსაც დივიდენდების სქემაში მონაწილეობა სურთ, 22 სექტემბრამდე უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადი.