თბილისი (GBC) - თიბისი ბაკურციხეში “ასკანელის” საბრენდე ღვინის საწარმოს გახსნაზე აცხადებს.
თიბისი 20 მლნ ევროს ღირებულების პროექტის მთავარი პარტნიორია. ბანკმა ქარხანა 14 მილიონი ლარით დააფინანსა.
საწარმო 22 000 ტ ყურძენს გადაამუშავებს და 6 მლნ ბოთლის ბრენდის ჩამოსხმას აპირებს. .
თიბისის ინფორმაციით, “ასკანელთან” პარტნიორობის 22-წლიანი ისტორია აქვს. ბოლო 3 წელში ერთობლივად 70 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა: თანამშრომლობა მოიცავს: რთველის და ვენახების დაფინანსებას, ღვინის ცისტერნებისა და დანადგარების შეძენას, სასტუმროს მშენებლობას.
“ ბაკურციხეში ახალი საწარმოს გახსნით, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ რეგიონების განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას. ღვინო და სპირტიანი სასმელები მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტებია, ამიტომ ბანკისთვის პრიორიტეტულ სექტორებად რჩება. წელს თიბისის კორპორატიულმა მიმართულებამ რთველი 60 მილიონი ლარით დააფინანსა. ბოლო სამ წელიწადში კი ღვინის სექტორში ჩვენი პორტფელი 40%-ით გავზარდეთ - დაფინანსებამ 285 მლნ ლარს გადააჭარბა”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
„ჩვენი მიზანი ქართული საბრენდე ღვინომასალის ხარისხი უმაღლეს დონეზე აყვანაა. ჩვენ ვქმნით ეროვნულ ღირსშესანიშნაობას, როცა ბორდოს ღვინის ქალაქის ავტორი, ანუკ ლეჟანდრი, გვიპროექტებს კომპლექსს. შემდეგ ეტაპზე აქ მუზეუმიც აშენდება, რომელიც ქართული ღვინის 8 000-წლოვან ისტორიას თანამედროვე, ინტერაქტიული 3D სივრცეებით გააცოცხლებს”, - გოჩა ჩხაიძე, კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი.