თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა. სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 0.2%-ით შემცირდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 4.4%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 10.7%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე ფასები არ შეცვლილა.