თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 4%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.3%-ით.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 3.5%-ით
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 17.7%-ით
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.9%-ით
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5%-იანი შემცირებით, რამაც -4.38 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3%-ით.
ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.8 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 4.8 პროცენტიანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 4.82 და 0.31 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24%-ით.