თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს აეროპორტები 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 14.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს - აეროპორტებმა მიიღეს 4.2 მილიონი მგზავრი (14.2%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 4.3 მილიონი მგზავრი (14%-ით მეტი).

2025 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 33.6 ათასი შეადგინა, რაც 11.1%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

2025 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 39 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.9% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.1% - გაგზავნილი.

2025 წელს საქართველოს აეროპორტებში 3.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 77.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2025 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 740.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 154.1 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.8%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 42.9%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 62 ერთეული საჰაერო ხომალდი, რომელთა 77.4%-ს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 22.6%-ს - სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 72.9%-ს 50 ან ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.4%-ს - 51-150 ადგილი, ხოლო 16.7% იყო 151-250 ან მეტი ადგილით.

2025 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 59 გამშვები პუნქტი, 26 სამგზავრო გასასვლელი და 2.5 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.