თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 4Q2025–ში, წინა კვარტალთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 22.6%-იანი მატებით, რამაც 12.82 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 21.6%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 28.6%-იანი მატებით, რაც 16.5 პ.პ.-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 16.4%-ით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 8.3%-ით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.23 და 1.87 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.