თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $3.51 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9%-ით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი $1.02 მლრდ იყო (გაიზარდა 22.9%-ით), ხოლო იმპორტი $2.48 მლრდ (შემცირდა 15.4%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში $1.45 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.5%-ია.