თბილისი (GBC) - ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქართველოდან ვიზიტორების თვის დანახარჯები შემცირებულია. 

სებ-ის სტატისტიკით, იანვრის საბარათე ტრანზაქციები (ქართული ბარათებით), სულ,794 მლნ ლარამდეა (L/m - 896 მლნ; 11/2025 - 897 მლნ; 10/2025 - 912  მლნ).

ყველაზე მეტი ქართველებმა იტალიაში დახარჯეს. ქვეყნის ტერიტორიაზე პოსტერმინალებით 28.5 მლნ ლარის ეკვივალენტის ოპერაციები შესრულდა. იტალიას მცირედით ჩამორჩება საფრანგეთი (₾27.8 მლნ) და ესპანეთი (26.7 მლნ). 

განაღდებებით ლიდერობს გერმანია, 10 მლნ  ლარზე მეტი მოცულობის, ნაღდი ფულის გატანის, 8 300 ოპერაციით.

ელექტრონული კომერციით კი ბრიტანეთი, 107 მილიონი ლარის (ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში) 350 000 - ზე მეტი ტრანზაქციით. II პოზიციაზეა აშშ (80.4 მლნ-ის 1.1 მლნ ოპერაცია),  III ნიდერლანდებია 39,2 მლნ ლარის  ქეისით (156 000 შესყიდვა)

                                                    1m/2026      

იტალია

 

 28 500 000  

საფრანგეთი

 

  27 758 000  

     ესპანეთი

 

  26 743 300  

       თურქეთი   

 

 19 209 000   

             გერმანია

 

 18 795 400  

                     აშ

 

13 421 300   

წყარო: სებ-                                                (₾)