თბილისი (GBC) - "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს, რომ ევროკომისია წერილს ამზადებს, რომელშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უვიზო რეჟიმის შეჩერებით ემუქრება.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო.
"ევროკომისია საქართველოსთვის წერილს ამზადებს, რომელშიც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებით ემუქრება. საბოლოო ჯამში ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია კვალიფიციური უმრავლესობის გზით". - წერს იოზვიაკი.
the 🇪🇺 commission is preparing a letter to 🇬🇪 threatening with visa liberalization suspension. ultimately its 🇪🇺 member states that decide on this via a qualified majority
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) July 14, 2025
სამშაბათს, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოში ხელისუფლების მზარდ რეპრესიებზე საპასუხო ზომებს განიხილავს.