თბილისი (GBC) - "ვდგავარ აქ რომ დავიცვა ჩემი განათლება, ჩემი მომავალი, ჩემი უნივერსიტეტი, - თსუ-ს სტუდენტი ამ წუთებში თავის ლექტორებთან ერთად სტუ-ს სოლიდარობას უცხადებს. როგორც ამბობს შიშობს, რომ მის უნივერსიტეტსაც მიადგებიან.
"ისევე როგორც ამოვა ხვალ მზე, ისე იარსებებს გეპეი კიდევ ბევრი ასწლეულის განმავლობაში ", - სტუ-ს პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი (ავტორი ბევრი გამოცემის, მათ შორის: "ბერიკაცი ვარ ნუ მომკლავთ", "მეტყველების კულტურის საკითხები", "ორატორული ხელოვნება", "ვერბალური კომუნიკაციები"...), რომელიც სტუ-ს სიყვარულით გეპეიდ მოიხსენიებს, იმედს არ კარგავს, რომ ცოდნის, კულტურის, პროგრესის, იდენტობის ამ კერას, ქვეყნის ისტორიას არ გააქრობენ და არ წაშლიან ერის ცნობიერებას, რაც თავისთავად აზარალებს მენტალობას.
ტსუ-ს აკადემიური პერსონალი "ფორმულაზე" სტუმრობისას შეეცადა მიეწვდინა ხმა კობახიძე-პაპუაშვილისთვის, რამდენად დიდია ამ ინსტიტუციის, 104 წლის ბრენდის როლი ქვეყნის განვითარებაში, თავის საეტაპო ინფრასტრუქტურული პროექტებით (მათ შორის ენგურჰესი), რომელიც იყო ნოვატორი, ბოლო წლებშიც კი. რომ მისი დემონტაჟი განაპირობებს საინჟინრო განათლების დასუსტებას, რაც ნიშნავს ქვეყნის პროგრესის დაპაუზებას, რადგან მასზეა მიბმული ინფრასტრუქტურა, ინდუსტრია, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები,.. ყველა ის სექტორი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.
ქვეყნის აკადემიური კორპუსი, მათ შორის ილიაუნიდან (ბელა წიფურია, ქეთი გურჩიანი) ეჭვობს, რომ შეერთების ინიციატორები უნივერსიტეტებში ხედავენ არა ადამიანურ, სამეცნიერო ცოდნის ეკონომიკის შექმნის უზარმაზარ რესურსს, არამედ მხოლოდ ქონებას (ბრენდი მოიცავს 11 კორპუსს, რომლის უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მათ შორისაა უნიკალური შახტი).
"გამაერთიანებლებისთვის" ეს რიგითი დეველოპერული პროექტია, ურბანული სივრცის გადანაწილების, გამდიდრება-გადარჩენისთვის.
ახალ თსუ-ს რექტორად მოიაზრება ლევან იზორია, ძალოვან უწყებაში და კობახიძის მრჩევლად მუშაობის გამცდილებით.
"განათლების დასაცავად" შაბათ საღამოს დაგეგმილია მარში, 13 სთ-ზე კი შეკრება ექსპო - ჯორჯიაში.
ფოტო: პუბლიკის