თბილისი (GBC) - დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს და არაერთ დოკუმენტს, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ემომალი რახმონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძე მოხარულია ვიზიტით და აღნიშნავს, რომ ჩვენს ხალხებს (ქართველები და ტაჯიკები) და ქვეყნებს აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული.
მისი თქმით, რახმონთან შეხვედრა მისთვის დიდი პატივია. "წელს ტაჯიკეთის რესპუბლიკა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს. მინდა, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და გისურვოთ თქვენ და მეგობარ ტაჯიკ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და შემდგომი წარმატება".
ასევე გამოხატა მადლიერება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.