თბილისი (GBC) - 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“  შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს.

სამინისტროს  ცნობით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.

„კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია. სკოლებს ფორმები 3 ეტაპად მიეწოდება .

საზმაუს ინფორმაციით, მოსწავლის ფორმაში ყოფნა ხელს შეუწყობს სკოლებში თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას.

მთავრობის განკარგულებით, „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა