თბილისი (GBC) – ამერიკული ბირჟები NASDAQ და NYSE რუსული კომპანიების იანდექსის, ოზონის, HeadHunter–ის, ციონისა და Qiwi–ს აქციების დელისტინგს განახორციელებენ, თუ ეს კომპანიები ბირჟების გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ბირჟებმა ამ რუსული კომპანიების აქციებით ვაჭრობა 2022 წლის 28 თებერვალს შეწყვიტეს. სიებიდან ამ ქაღალდების მთლიანად ამოღება 24 მარტისთვის იგეგმება.

ეს კომპანიები აშშ–ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციებში არ ირიცხებიან. იანდექმა განაცხადა, რომ დელისტინგი კომპანიის მუშაობაზე არ აისახება, თუმცა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.