თბილისი (GBC) – რუსეთის საფრონტო ავიაციამ ვაგნერელების პოზიციებზე დაიწყო იერიშის მიტანა ავტომაგისტრალზე M4 (რუსეთის სამხრეთის საკვანძო სატრანსპორტო არტერია, რომელიც მოსკოვის, ტულის, ლიპეცკის, ვორონეჟის, როსტოვის, რესპუბლიკა ადიღეის და კრასნოდარის მხარეზე გადის). ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხი „რიბარი“ წერს.

„შესაძლოა, ავიაიერიშები უშუალოდ მებრძოლებზე არ მიდის, სავარაუდოდ ტრასის მწყობრიდან გამოყვანას აპირებენ, რათა ვაგნერელებს მოსკოვის მიმართულებით გადაადგილება შეეზღუდოთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.