თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - ,,თბილისის აეროპორტისა" და ,,ვალეს" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა 210 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი  პრეპარატი.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.