თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $20.5 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $6.15 მლრდ იყო (გაიზარდა 19.6%-ით), ხოლო იმპორტი $14.38 მლრდ (გაიზარდა 5.3%-ით). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში $8.2 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1%-ია.