თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, 750 000 ლარზე მეტი ღირებულების, 93 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის (Marlboro, PARLIAMENT, SOBRANIE, Winston) შენახვა-გადაზიდვაზე ერთი პირის დაკავების შესახებ აცხადებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის მე-200 მუხლის III ნაწილით, რაც ბრალდებულის თავისუფლების 6-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.