თბილისი (GBC) – იანვარ-აპრილში საქართველოში სულ 318 მლნ-ის 405.2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იმპორტირდა, რაც ფულად გამოსახულებაში 5.7%-ით ნაკლებია, ხოლო რაოდენობაში 7.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2022 იან-აპრ: $337.1 მლნ-ის 377.8 ათასი ტ.).
ნავთობისა და ნავთ.პროდუქტების საიმპორტო ფასი 12.4%-ით არის შემცირებული. თუ შარშან 1 ლიტრი პროდუქტის საიმპორტო ფასი $0.89 იყო, წელს მისი – $0.78-ია.
TOP საიმპორტო პარტნიორები, მათგან იმპორტის რაოდენობა და საშუალო ფასი იხილეთ ცხრილში:
# |
ქვეყანა |
თანხა |
მოცულობა |
1 ლიტრ. ფასი |
წილი |
1 |
რუსეთი |
$212.4 მლნ |
302.6 ათასი ტ |
$0.7 |
66.8% |
2 |
რუმინეთი |
$47.9 მლნ |
55.5 ათასი ტ |
$0.86 |
15.1% |
3 |
თურქმენეთი |
$17.6 მლნ |
20.1 ათასი ტ |
$0.87 |
5.5% |
4 |
საბერძნეთი |
$9.4 მლნ |
8.7 ათასი ტ |
$1.08 |
3% |
5 |
თურქეთი |
$7.5 მლნ |
4.3 ათასი ტ |
$1.75 |
2.4% |
ამ ხუთი ქვეყნიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, ნავთობის მთლიანი იმპორტის 93%-ია.