თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (12.5%), ხილი და ყურძენი (5.9%), რძე, ყველი და კვერცხი (3.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (2.6%), თევზეული (1.8%), ზეთი და ცხიმი (1.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4%), პური და პურპროდუქტები (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალური წვენებზე (-0.5%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 2.4%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.2 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.1%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც 0.15 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: დაზღვევა (8.5%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.5%), საფინანსო მომსახურება (2.6%), პირადი ჰიგიენა (2.3%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-4.8%), ისე ფეხსაცმლის (-3.4%) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.5%), ხილი და ყურძენი (16.9%), პური და პურპროდუქტები (14.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (9.4%), ბოსტნეული და ბაღჩეული (8.8%), ზეთი და ცხიმი (8.7%), რძე, ყველი და კვერცხი (8.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.8 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (9%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.3%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7.7%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4%-ით, რაც 0.35 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.2%);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.2%), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში: ფასები გაიზარდა 3.5%-ით, რაც 0.23 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე (6.6%).