თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით სექტემბერში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შიდა წარმოებამ 4.3 ათასი ტონა შეადგინა,რაც 6.5%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდზე (4.6 ათასი ტ).

ამ პერიოდში იმპორტი 20.2%-ით 167.1 ათას ტონემდე გაიზარდა, შიდა მიწოდება კი 23%-ით 172.2 ათას ტონამდე გაიზარდა.

საქსტატისვე ინფორმაციით,სექტემბერში საქართველოში $149.5 მლნ-ს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იმპორტირდა.