თბილისი (GBC) – აშშ და ტაივანი ხუთშაბათს ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება შაბათს სინგაპურში გლობალური უსაფრთხოების სამიტზე გაკეთდა.
BBC ვაჭრობის გაღრმავებას აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულ ურთიერთობას უკავშირებს.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ტაივანისთვის აშშ-ს ექსპორტის გაფართოებას.
პეკინმა უკვე დაგმო სავაჭრო მოლაპარაკებები და ტაივანი კვლავ საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა.