თბილისი (GBC) – ჩატ–ბოტის ChatGPT მიმართ ინტერესის ზრდის წყალობით ინვესტორები ხელოვნური ინტელექტის სექტორით დაინტერესდნენ, რამაც, თავის მხრივ, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიოში უმსხვილესი ფონდი Global X Robotics & Artificial Intelligence ETF (NASDAQ:BOTZ) წლის დასაწყისიდან უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე Nasdaq 100, წერს Business Insider.

ამ პერიოდში ფონდი Global X Robotics & Artificial Intelligence ETF თითქმის მეოთხედით – 23%–ით გაიზარდა. ფონდში $135 მლნ შეიტანეს, მათ შორის მხოლოდ მარტში შენატანმა $80 მლნ შეადგინა.

თუ $1,7 მილიარდიანი ფონდი 23%–ით გაიზარდა, Nasdaq 100–ის ზრდამ მხოლოდ 19% შეადგინა.

ფონდის უმსხვილესი ჰოლდინგია Nvidia, რომელიც პირველ კვარტალში როგორც S&P 500–ში, ისე Nasdaq 100–ში ლიდერობს. მიკროსქემების მწარმოებელი კომპანია, რომლის წილიც ETF–ის წმინდა აქტივებში 9%–ს შეადგენს, 2023 წელს 88%–ით გაიზარდა.

პროფესიონალი ინვესტორების ნახევარზე მეტს სურს, რომ წელს თავის პორტფელებში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული აქციები შეიტანონ. ამდენად, 325 პროფესიონალი ინვესტორიდან 56%–ს სურს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის აქციების შეძენა.

ამ დარგის მიმართ ინვესტორების ინტერესი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე საბანკო რყევებამდე, რომელმაც საფინანსო ბაზარს მარტში მრობლემები შეუქმნა.