თბილისი (GBC) – Bloomberg-ის ინფორმაციით,თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, ბუქარესტში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა,რომ თურქეთი ხედავს შვედეთისა და ფინეთის პროგრესს, თუმცა ეს საკმარისი არ არის მათ გასაწევრიანებლად.

29 ნოემბერს ნატოს მინისტერიალზე,ანკარამ შეაჩერა სკანდინავიური ქვეყნების ნატოში მიღების პროცესი და უფრო დიდი პროგრესის მიღწევისკენ მოუწოდა.